აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს შუახევის რაიონში, შუბნის თემში ახლად აშენებული ხიდი გახსნა.
დღესვე ლევან ვარშალომიძემ რაიონში გზებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
ხიდის მშენებლობა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა და მის მშენებლობაზე 329 ათასი ლარი დაიხარჯა.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ინფრასტუქტურული მშენებლობები გაგრძელდება.