მიხეილ სააკაშვილს გავაცანი დიაგნოზები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს გავაცანი დიაგნოზები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს. შევიტანთ სასამართლოში ისე, რომ არ გასაჯაროვდეს. ეს დიაგნოზები ჯდება იმ ჩამონათვალში, ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას. ჩვენ სასამართლოს, ვნახოთ, გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. შევიკრიბებით იურისტები და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა არის სისტემატურად მძიმე მდგომარეობა. არაფერი სასიკეთო მასთან აღარ ხდება", - თქვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით.