„ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს, ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ ისაუბრა.
ირმა კირთაძე, ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიაუნის პროფესორი:
რა არის „კლუბური ნარკოტიკის“ დეფინიცია. თავიდან, როდესაც ეს დეფინიცია გაჩნდა, ბევრს ეგონა, რომ ეს არის ის ნარკოტიკი, რომელიც კლუბში იყიდება და, ექსკლუზიურად, კლუბი ყიდის მას. ეს, ასე არ არის! დეფიცნიცია ძალიან რთულია, სხვადასხვა ინსტიტუციას სხვაგადასვხგვარად ესმის. თუმცა, საბოლოო კონსესუსი, რაც მიღწეულია, ეს არის ის რომ - კლუბურად ითვლება, ნებისმიერი ნარკოტიკი, რომლის მოხმარება კლუბში შესაძლებელია. ამიტომ, ეს ნაკლებად მოიაზრებს, ნარკოტიკის ინექციურად მოსახმარ ფორმებს. და, მოიაზრებს, ისეთ იოლად მოსახმარ ფორმებს, რომელასც შეიძლება დაემატოს კანაფი, ალკოჰოლი და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები ანუ კომბინაციაში იქნას მოხმარებული.
მინდა გლობალური სტატისტიკური ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას ნარკოტიკული ზედოზირების თაობაზე, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის მიზეზი ხდება. ოპიოიდური ზედოზირებიდან ორი სახის გამოსავალი გვაქვს: ერთი - დახმარების შემთხვევაში მივიღებთ არაფატალურ გამოსავალს, სიცოცხლე შენარჩუნდება, თუ ვერ დავეხმარებით ან დახმარება დაგვიანდება - მივიღებთ ფატალურ გამოსავალს. ფატალური გამოსავალის ანუ სიკვდილის აბსოლუტურ ურავლესობაში, 70 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ფიქსირდება ოპიოიდი სხვა ნივთიერებასთან ერთად. ძირითად შემთხვევაში, ეს სხვა ნივთიერება არის ალკოჰოლი ან ფსოქოტროპული პრეპარატები, რომელთა სახელწოდებებსა და ჯგუფს, შეგნებულად არ დავასახელებ.
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარებისას, არც კი ფლობენ ინფორმაციას თუ რას მოიხმარენ. აქვთ ყურმოკრული ინფორმაცია, ან ვიღაცამ რარაც ურჩია და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც ყიდულობ შავ ბაზარზე და არ იცი რას, რჩები ვიღაცის რჩევის ამარა, რომ თითქო ერთი ნივთიერება მეორეს „გახსნის“ და ასეთ კომბინაციაში „ჯობია“, მერე ამატებს კიდევ ალკოჰოლს და სწორედ ამ საშიში კომბინაციების მოხმარებას მივყავართ სისოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობამდე.
აქვე, მინდა, პრაქტიკიდან ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ერთ-ერთ ფესტივალზე ვარ, იმ ადგილას სადაც ხდება ნარკოტესტირების სერვისის მიწოდება. ამ სერვისს აწვდის ორგანიზაცია „მანდალა“, რომელიც ხშირად არის წარმოდგენილი ფესტივალებზე და ამ ინიციატივის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით მოსალოდნელი არასასურველი შედეგები. შესაბამისად რიგდება ნარკოტესტერები, რომლითაც შესაძლებელია დაინტერესებულმა პირმა გატესტოს შეძენილი ნივთიერების შემადგენლობა. ტესტირების პროცესი სწრაფია, მარტივი და ხდება ქიმიური რეაგენტების გამოყენება, რითაც დგინდება სატესტო ნარკოტიკის მცირე ნიმუშში, ანათალში ან ფხვნილში თვისებრივი შემადგენლობის დადგენა. ასე მაგალითად, ვთქვათ, ადამიანმა შეიძინა ექსტაზის ტაბლეტი და ტესტირების შედეგად აღმოჩნდება, რომ მასში შერეულია სხვა ჯგუფის ფსიქოაქტიური ნივთიერება ან სულაც სრულიად სხვა ნივთიერებაა და არა ექსტაზი. აღნიშნული ტესტირებაც არ არის 100-პროცენტიანი გარანტი, რომ ზუსტად აღმოაჩენს შემადგენლობას და ე.წ. „დამაბინძურებელ“ ნივთიერებას, რადგან დამოკიდებულია იმ ნიმუშზე, რომლის აღებაც მოხდა სატესტო ნარკოტიკიდან. ვინაიდან ნიმუშის მცირე ანათალი გამოიყენება და ამ მცირეში შემადგენლობა შეიძლება განსხვავდებოს ტაბლეტის სხვა ნაწილში შემადგენლობისგან, რადგან ეს ნივთიერებები კუსტარულ პირობებში მზადდება. ამიტომ არავინ იცის რა შედის ნაყიდ ნარკოტიკში. ამ ბოლო დროს კი უმეტესად შედის ფენტანილი, რომლის ქვიშის ფხვნილივით ზომის სულ რამდენიმე მარცვალია საკმარისი რომ გამოიწვიოს ზედოზირება და სასიკვდილო აღმოჩნდეს. მოკლედ, ერთ-ერთ ასეთ ფესტივალზე, მანდალას სერვისი, რომელიც ასეთ ტესტირებას ატარებს, გაიტესტა სამი ექსტაზის აბი, რომელშიც გადაიხადეს 900 ლარი. თითო აბში - სამასი ლარი. ეს იყო ვარდისფერი აბები. გატესტვის გარეშე რატომღაც მეცნო, მივამსგავსე საბავშო სამაჯურებს, რომელიც სხვადასხვა ფერის და ფორმის კანფეტებისგან არის აწყობილი. ფერადი კანფეტები, რომელიც 1,5 ლარი ღირდა. მივამსგავზე, მაგრამ არაფერი მითქვამს. გაიტესტა და აღმოჩნდა გლუკოზა, შაქარი. ანუ, გაიყიდა 3 ცალი 1,5-ლარიანი კანფეტი 900 ლარად. ეს არის ზუსტად შავი ბაზრის ის მხარე, თუ როგორ აკეთებს ახალგაზრდებზე ფულს. ამ შემთხვევაში, სახალისო, კარგი გამოსავალია, მაგრამ სამწუაროდ, ყველა ასე არ სრულდება - ყველა კანფეტი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი;