ეს ბრძოლა, რომელიც 4 ოქტომბერს არის, ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს, ახლა უნდა გავიფორმოთ,- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ დაჭერები გაგრძელდება და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი “ამ მშიშარა რეჟიმის შედეგია.“
"მიუხედავად იმის, რა უსამართლო დაკავებებიც არსებობს დღეს, რომ იგონებენ, ხალხს ცილს სწამებენ და იჭერენ. ალბათ ეს დაჭერები გაგრძელდება დღეს, ხვალ. ზეგ.
ეს ბრძოლა, რომელიც 4 ოქტომბერს არის, ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს, ეს ყველაფერი კი, რაც ხდება, ამ მშიშარა რეჟიმის შედეგია. ეს ომი ჩვენ უკვე მოვიგეთ, მთავარია გავაფორმოთ. ვიყოთ მედგრად, ერთად, ჩვენი საქმე მართალია, აუცილებლად გავიმარჯვებთ. 4-ში ვიწყებთ და 4 - შივე ვამთავრებთ ამ რეჟიმს, ვიყოთ ერთად და ბრძოლა ბოლომდე", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ესწრებოდა, სადაც პარტიის წევრებს გააცნო გეგმა, თუ როგორ ხედავს ის 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციას ხაბიეშვილის გარეშე.