„არანაირი მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც გვინდა ისტორიული მისიის შესრულება, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, თავისუფლება და უსაფრთხოება, რომ ამ რეჟიმის პირობებში და ამ წლის ბოლომდე გარდატეხა მოხდება,
მანამდე სანამ ეს რეჟიმი არ არის დამარცხებული ან ისე მორყეული რომ უკვე შეიძლება უკარნახოს საზოგადოებამ ხელისუფლების დათმობამდე რა ნაბიჯები უნდა გადადგან“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე დასმულ შეკითხვას
„ყველა სხვა მოლოდინი ამ ვითარებაში არის ივანიშვილის პროპაგანდის დახმარება, იმიტომ რომ ისევ რაღაც განცდას ქმნის, რომ რაღაცა შეიძლება მოხერხდეს ამათთან ერთად და მერე ისევ უძალობის განცდა აქვს ხალხს, როცა ამ მოლოდინებს ქმნი“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ