სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯის მაცხოვრებლები, სამართალდამცავებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყარაღაჯში ხუთი მკვლელობა მოხდა. მათი თქმით, შეიარაღებულები ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.
„პოლიციას არაერთხელ ვთხოვეთ, რომ ჩხრეკა ჩაეტარებინათ და იარაღი ამოეღოთ. აზერბაიჯანელები რომ დათვრებიან, მერე იარაღით დასდევენ ერთმანეთს. ხან მიწის გამო ჩხუბობენ, ხან საქონელზე. ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ავტომატით შეიარაღებულმა აზერბაიჯანელმა კი კიდევ სამი უდანაშაულო ადამიანი მოკლა", - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მკვლელობა მოხდა სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 26 წლის ილგარ ქარიმოვმა ავტომატით სამი ადამიანი ჩაცხრილა. სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები 23 წლის მურად შანშაშვილი, 24 წლის ილია პაპაშვილი და 41 წლის ვაჟა ნატროშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ. ნიკოლოზ პაპაშვილი კი ფეხში დაიჭრა და წნორის საავადმყოფოშია მოთავსებული.