„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ვის მიმართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პრობლემა, გვყავს ხელისუფლება, რომელიც წარმოგვადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც არ არის ლეგიტიმური, რომელსაც ღია ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული და ანტიქართული კამპანია აქვს გაჩაღებული“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას
„ამ ვითარებაში რებუსებით საუბარი და ყველა მხრისთვის მიმართვა უადგილოზე უფრო უარესი რამ არის, ბევრად უფრო მკაფიო უნდა იყოს გზავნილი ყველა საქართველოს მოქალაქისა, ვინც ხედავს და ინფორმირებულია იმაზე, როგორ წირავს ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ პირად ინტერესებს, ფულსა და ძალაუფლებას ქვეყნის მომავალს. ესაა გზავნილი, რაც ამ ვითარებას აღწერს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ