„რუსეთი, რა თქმა უნდა, ტერორისტული სახელმწიფოა. დისკუსია დასავლურ ქვეყნებში იმაზე, თუ როდის და სამართლებრივად თუ სამართლებრივ-პოლიტიკურად რა ფორმით უნდა გამოცხადდეს ის ტერორისტულ სახელმწიფოდ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველოს ინტერესებიდან, ისტორიიდან, უახლოესი წარსულიდან და დღევანდელობიდან გამომდინარე ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების მოთხოვნას
„ამ ამბავს ჩვენთან ისტორია აქვს. პირდაპირ შეგვიძლია მოვიყვანოთ მტკიცებულებები 90-იან წლებში აფხაზეთში განხორციელებული აგრესიიდან, როცა გენოციდი მოუწყვეს ქართველებს, რომ ის ჯგუფები, რომელიც რუსეთმა დააფინანსა, დააორგანიზა და რომლის ხელითაც პირდაპირ მოქმედებდა საჯაროდ აცხადებდნენ რომ ტერორისტული აქტების სამიზნე უნდა გამხდარიყო საქართველო.
საჯაროდ არის ეს დაფიქსირებული, რომ მათთვის ყველა ქართველი პოტენციური მძევალი იყო, ანუ დეკლარირებული ტერორისტული სახელმწიფოა რუსეთი 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტიდანვე, არამარტო პუტინის მოსვლის შემდეგ და არამარტო დღევანდელობაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ