„ამ ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანიის კონკრეტულ დეტალებს აღარც უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამას შინაარსი არ გააჩნია. მთავარი გზავნილი თავისუფალი სამყაროს დემოზინება, მტრის და მოყვარის ერთმანეთში აღრევა და ჩვენი საზოგადოების დაბნევაა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოცნებიდან გასული ოთხეულის მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას
„ჩვენ ამ მწარე სიმართლის მკაფიო და მარტივი შეფასება უნდა გვქონდეს. გვყავს მოღალატე რეჟიმი, რომელიც აწარმოებს საქართველოს მომავლის საწინააღმდეგო და მტრულ პოლიტიკას ივანიშვილისთვის ძალაუფლების დროებით შესანარჩუნებლად. ამის შედეგი შეიძლება იყოს და უკვე ამ გზაზე დგას ეს რეჟიმი, რომ საქართველო რუსეთის დიდი საფრთხის წინაშე მარტო დარჩეს, რისი საშუალებაც ჩვენ არ უნდა მივცეთ.
ეს გზავნილი არის პირდაპირი აღიარება, რომ ისინი ღალატობენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ივანიშვილის სპიკერები ამას ყოველდღიურად აკეთებენ, ოღონდ ამას არა მხოლოდ ისინი, არამედ პერსონალურად ივანიშვილიც აკეთებს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ