„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩს ეს რომც არ ეთქვა, ეს ჩემი აზრით ისედაც ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ვინც პოლიტიკაშია მინიმუმ და ყველა ინფორმირებული მოქალაქისთვისაც, რომ სრულიად არარეალისტური, ინფანტილური და საზიანოა მოლოდინი, რომ ივანიშვილის რეჟიმი და პირადად ივანიშვილი თვითონ ამოიძირკვავს თავის თავს“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კელი დეგნანინს მიერ ევროკავშირის 12 შესასრულებელ პუნქტზე გაკეთებულ განცხადებას.
„ქვეყნის რეალურად გარდაქმნა ლიბერალურ დემოკრატიად, რისი ნაწილიც არის ამ 12 პუნქტის შესრულება, ნიშნავს მისგან ძალაუფლების დაკარგვას. იმ ფონზე, როცა ღიად ანტიდასავლურ, ანტიქართულ, პუტირინისტურ პროპაგანდას ეწევა, ამ დროს მცდელობა რომ 12 პუნქტში რაღაც ჩაასწოროს, სრულიად არასერიოზული და საზიანოა საპარლამენტო ოპოზიციის, ენმ-სა და ლელოს მხრიდან“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.