„ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანია კიდევ უფრო მკაფიო გახდა და მისი არსი არ შეცვლილა, უბრალოდ უფრო ღია გახდა“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კელი დეგნანის მიერ ქართული ოცნებიდან გასულ ოთხეულზე გაკეთებულ განცხადებას.
„პოსტივიზე, რომელიც ვიცით რომ ივანიშვილის ტელევიზიაა, გაკეთდა განცხადება, რომ ამ კურსს, ანუ ანტიევროპულ, ანტიამერიკულ კურსს უჭერენ მხარს.
ასევე მისი გამოცალკევებული პოლიტიკური არარაოებების, სუბარის და სხვების განცხადება, თურმე ნატოში გაწევრიანება არის სუვერენიტეტის შეზღუდვა, ანუ გაერთიანება, რომელიც იცავს თავისი წევრი ქვეყნების თავისუფლებას, თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვაა. მაგ ლოგიკით საერთოდ მოლოდინიც კი თავისუფალი სამყარს მხრიდან, რომ თუ ჩემი წევრობა გსურს, უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ესეც თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვაა.
ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ეს ამბავი. ეს ყველაფერი მიდის კატასტროფული მიმართულებით უკვე წლებია, უბრალოდ ახლა ეს პროცესი დაჩქარდა და ამიტომაა განსაკუთრებულად საშიში ყველა დღე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში. იმიტომ რომ ეს კურსი ჩვენ სახელმწიფროობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას ანგრევს და მარტო გვტოვებს იმ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რასაც რუსეთი წარმოადგენს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ