თურქეთში დემონსტრაციები მიმდინარეობს. სტამბულის ქუჩებში ასობით სტუდენტი ქვეყნის პრემიერის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით გამოდის.
ცოტა ხნის წინ დემონსტრანტები იმ შენობისკენ დაიძრნენ, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს უნდა შეხვედროდა და დარბაზში შეჭრა სცადეს.
მომიტინგეებს ხელი სამართალდამცველებმა შეუშალეს. დემონსტრანტების დასაშლელად, მათ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს.
არეულობის შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე დაკავებულია.
გავრცელებული ცნობით, სტუდენტების აქციები თურქეთის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.