ჩინეთის ქალაქ კაილიში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინციდენტი ინტერნეტკაფეში მოხდა. დაშავდა 38 ადამიანიც, რომელთანაც 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაინგრა. დაზიანდა ახლოს მდებარე ობიექტებიც.
პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.