სამართალდამცველებმა ათენის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, იარაღი რომელიმე რადიკალურ დაჯგუფებას უნდა ეკუთვნოდეს.
სპეცოპერაცია დედაქალაქის სამხრეთ უბანში ჩატარდა. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. მათ სამართალდამცველები 20 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
სპეცოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ შენობა ალყაში მოაქცია და მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები სამართალდამცველებზე, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებზე თავდასხმებში მონაწილეობდნენ.