რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას ზრდის.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რამდენიმე ათეული სამხედრო უკვე ჩაიყვანეს. ისინი ადგილზე დისლოცირებულ რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაში გაანალიწილეს. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონში შეყვანილია დამატებითი ტექნიკაც.
ახალი შეიარაღების ასათვისებლად რამდენიმე დღეში ჯარისკაცებისთვის წვრთნებიც დაიწყება.