დღეს ქუთაისის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოფელში სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო კონფერენცია საქართველოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ.
კონფერენციას 35-მდე მზრუნველობას მოკლებული ბავშვი დაესწრო. ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გამოვიდნენ მოხსენებით დაცული ტერიტორიების შესახებ, აგრეთვე სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის მიერ გაკეთდა პრეზენტაცია იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შესახებ.
კონფერენციის მიზანია საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობადობის ამაღლება.