„გამიჭირდება თქმა, არ მაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, თუმცა, ამ მიმართულებით საგანგაშო ნაბიჯია ასეთი დემონსტრაციული მტრული გადაწყვეტილება ლუკაშენკოს რეჟიმისგან, ამიტომ, ალბათობა, დღეს გამოიყურება ბევრად უფრო მაღლად, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს
„ჩვენთვის, საქართველოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის კიდევ ერთხელ დავინახოთ მკაფიოდ, როგორ იქცევა პუტინის რუსეთი იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამა თუ იმ ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები ხელსაყრელია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შეგეშვა. რა ლოგიკითაც ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ ჩვენს საზოგადოებას მოატყუოს და მიყიდოს, რომ იცი რა, ეს ყველაფერი, ჩაწოლა და მიყოლა იმისთვისაა, რომ პუტინი თავს არ დაგვესხას ან არ დაგვაზიანოს. ეს არის ტყუილი, პირიქით.
ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა წლების განმავლობაში მოახერხა და საქართველოს ფაქტორი შეამცირა საერთაშორისო ასპარეზზე და ის, რომ ახლა მან ამ ბოლო ფაზაში უკრაინის წინააღმდეგ ღიად ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული, პროპუტინისტური, ჩვენთვის იზოლაციონისტური პოზიცია დაიკავა, ეს არის ფაქტორი მომავალი დარტყმებისთვის, რომელსაც მომავალში მივიღებთ.
იმიტომ, რომ ლუკაშენკოსნაირი მარიონეტისთვისაც კი, იმას, რამხელა გავლენა აქვს ჩვენს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე თავისუფალ სამყაროში, აქვს მნიშვნელობა. ეს კაცი ხომ მარიონეტი იყო ადრეც, 2008 წლის შემდეგ ის მარიონეტი იყო, მაგრამ მაშინ მან არ აღიარა, ეს მნიშვნელოვანი იყო მაშინ, რომ დომინოს პრინციპი არ მოჰყოლოდა იმ ფაქტორების გამო, რა ფაქტორების შემქნაც მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ. ის ხიდებს არ წვავდა, იმიტომ, რომ ფაქტორი იყო საქართველოს პოზიცია და ამ თვალსაზრისით ჩვენი ვითარება არის არსებითად გაუარესებული ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო. ამიტომ, ალბათობა და საფრთხე დღეს ამის ბევრად უფრო მაღალია.
ოღონდ, ჩვენი შანსი მდგომარეობს ახლა იმაში, რომ ამ კაცს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ანექსირებულია მისი ქვეყანა, მაინც პერსონალური ვირეშმაკობა ყოველთვის ახასიათებდა და შეიძლება, მოინდომოს, რომ მაინც ბოლომდე არ დაწვას ხიდები, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმის იმედი ჩვენ ამ პროცესში არ შეიძლება გვქონდეს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ