„მე მგონია, რომ ამ წერილის ის ნაწილი, სადაც ის საუბრობს მის მოტივაციაზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, არის გულწრფელი, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი იმ ნაწილზე, რომ მისი პოზიცია არ ახდენს გავლენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე ან პოლიტიკური პარტიების საქციელზე, ეს ალოგიკურიც იქნებოდა.
ჩემი აზრით, სჯობდა, რომ ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო, რომ მას აქვს ამოცანა ივანიშვილთან ბრძოლის და რაც სწორად მიაჩნია ამ ბრძოლისთვის, იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც მერე გავლენას ახდენს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას
„ჩემი აზრით, ეს უფრო გუწრფელი ნათქვამია, ვიდრე პოზა რომ ყველაფერზე მაღლა დგახარ. თავისთავად საკითხის დაყენება, რომ თურმე ეს კამათი, რომელიც პოლიტიკური პარტიების შიგნით ხდება რაღაც საკითხებზე ან პარტიებს შორის არის რაღაც კინკლაობა და ჩვენ ამაზე უნდა ავმაღლდეთ, ხშირად არის ან არაგულწრფელი ან ზედაპირული, იმიტომ რომ კამათის საგანი ისიც არის თუ რა გზა არის სწორი ამ ქვეყნისთვის ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ ყველა ადამიანი, ვისაც მოტივაცია აქვს ივანიშვილის დამარცხებაში თავის გადაწყვეტილებებით პირდაპირ ახდენს გავლენას ძალიან ხშირად იმაზე, როგორ მოიქცევიან ესა თუ ის პოლიტიკური ძალები.
ჩვენი პოლიტიკური ძალისა და ზოგადად ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებით, რომელიც რაიმე აქტიურ როლს თამაშობს დღეს საქართველოში ისეთი ფიგურის გავლენა, როგორიც ის არის პოზიცია გავლენას ახდენს ავტომატურად. ამიტომ არის არასწორი და არაგულწრფელი ამ პოზის დაკავება, რომ ყველაფერზე მაღლა დგას. რა თქმა უნდა, ასეთი ფიგურის, მისი რესურსებით, ყველა თვალსაზრისით პოზიცია ახდენს გავლენას ამაზე. არიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ამ რესურსების გამო იცვლიან მის პოზიციას, მზად არიან რომ გუშინ რასაც აკეთებდნენ, იმის საპირისპირო გააკეთონ და არიან ადამიანები, ვინც იქცევიან წესიერად, ეგ განსხვავებაც არის.
ჩემი გამოცდილებითაც და ლოგიკითაც, ის ნაწილი არის გულწრფელი, სადაც მის მოტივაციაზე საუბრობს ივანიშვილის მიმართ და ის ნაწილი რომ ამ მოტივაციაში, ამ ბრძოლისას მის პოზიციას არ მოუხდენია ან არ მოახდენს გავლენას იმათზე, ვინც მზად არის, რომ შეიცვალოს პოზიცია ამ ფაქტორების გავლენით არ არის გულწრფელი.
სჯობდა პირდაპირ ეთქვა, რომ მე სწორად რაც მიმაჩნია იმ პოზიციას ვახორციელებ და მინდა ამის მიღწევა. ჩვენთან ხშირად არის ხოლმე, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა და მეორემ დააბრალა რაღაცა, ამიტომ ვამატებ ამას, რომ ლოგიკურიც და ლეგიტიმურიცაა. მას უფლება აქვს, როგორც დევნილ პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკაშიც იყოს, ოღონდ ღიად. ღიას სჯობს ეს ყველაფერი ხდებოდეს, ვიდრე ამ პოზით, რომ ყველაფერზე მაღლა დგას. მე მგონია, რომ მის პოზიციას, რომ ზოგადად უნდა მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის გარშემო შემოკრება, ჰქონდა როლი.
ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ეს როლი უარყოფითად მიმაჩნია. მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, როგორც პრაგმატულად, ასევე პრინციპულად ძალიან ცუდ საქციელად, როგორც მოიქცნენ ჩვენი პარტიის ყოფილი ლიდერები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ