რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ტელეკამერების წინ ერთად იპოზიორეს. დიმიტრი მედვედევმა და ვლადიმერ პუტინმა წუხანდელი საღამო, სოჭში, პრეზიდენტის სასახლეში გაატარეს - მათ ჯერ ბილიარდი ითამაშეს, შემდეგ კი ფილმს უყურეს.
პრეზიდენტისა და პრემიერის გართობის კადრები მედვედევის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულით რუსეთის პირველი და მეორე პირი ცდილობენ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ტანდემში უთანხმოება არ არის.