„საერთოდ ეს კითხვა არც უნდა ჩნდებოდეს, რატომ გვიკვირს, ჩვენ გვყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც აწარმოებს ანტიდასავლურ და ანტიქართულ კამპანიას, თითქოს ამერიკა და ევროპა გვაძალებდა ომს, ხოლო ამათმა გადაგვარჩინეს
მათი თქმით, უნდა ჩავწვეთ, შევეგუოთ პუტინის დომინაციას, რომ გადავრჩეთ ომს. ამხელა ტყუილის კულტივაციას ახდენენ და საპირისპირო ვითარებას გვაჩვენებენ. ამ ვითარებაში უშიშროების საბჭო რატომ არ მოიწვიეს, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც შედარებით ან მეტნაკლებად ნორმალური მთავრობა რომ გვყავდეს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს, მაშინ უნდა დაისვას, თუ როდის უნდა მოიწვიონ ან არ მოიწვიონ“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხს
„აქ ვითარება სულ სხვანაირია, სულ სხვაგან არის. ეს ხალხი მუშაობს ივანიშვილის ფულის, ძალაუფლებისა და პერსონალური ინტერესებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ანტიქართული და ანტიდასავლური კამპანიით. ამ პრიზმით უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი და არა იმით ფორმალურად ან თუნდაც რეალურად სწორი ნაბიჯი რა არის, რა გადადგეს მათ“, - გიგა ბოკერია