„ვერანაირ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი იმ დეტალზე მეტი, ვიდრე საზოგადოებამ იცის. ისედაც არ ჩავთვლი საჭიროდ. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ნაბიჯები ასოცირდება ხოლმე შემდეგ მთელ ოპოზიციასთან. ხშირად მომისმენია ქუჩაში ადამიანებისგან პრეტენზია, ბევრჯერ სამართლიანი, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უსამართლო იმ ნაბიჯებზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამდა, ჩემი აზრით, არასათანმიმდევრულს, უპრინციპოს და მერე ამის პასუხისმგებლობა ყველას ეკიდებოდა, მათი ზომის გამო.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარ მოვლენებს
„რაც ხდება იქ, არ არის მხოლოდ მათი საქმე და ამაზე საუბარი ლეგიტიმურია, ოღონდ დეტალებზე არა. საერთო ჯამში, უკვე წლებია მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანებს არ აერთიანებს პოლიტიკური შეხედულებები, ფასეულობები და აერთიანებთ ან მხოლოდ ფანატიზმი ან მხოლოდ სურვილი, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ, ეს ყოველთვის მთავრდება ამ ტიპის მორალური გახრწნით და პოლიტიკური კრიზისით. ეს არის ჩემი შეფასება. ყველა ჯგუფს ეხება ეს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა დოზით აქტიურობს. ამაზე მეტი კომენტარი ამ მომენტში საჭიროდ არ მიმაჩნია“,- განაცხადა ბოკერიამ.