შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიკაციის, მეორადი აქციზური მარკების გამოყენების და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს თამაზ გიგიტაშვილი, რომელიც თავის ბინაში კუსტარულად გამართული მოწყობილობების საშუალებით სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ბოთლებში ასხამდა და ზედ გაყალბებულ აქციზურ მარკებს აკრავდა, შემდეგ კი თბილისში რამდენიმე სავაჭრო ობიექტზე ახდენდა მათ რეალიზაციას.
აღნიშნულ საქმეზე დანიშნულია კომპლექსური კრიმინალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზა. სამართალდამცველებმა სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული პროდუქციის დიდი ნაწილი ამოიღეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 200-ე პრიმა მუხლებით, რომელებიც შესაბამისად, ერთიდან სამ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.