ინერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჯმა ონლაინ - კონფერენცია გამართა. პუბლიკის წინაშე სიტყვით გამოსვლაში მისთვის ხელი არ შეუშლია ინტერპოლის მიერ მის სახელზე გამოგზავნილ ორდერს სადაც მის დაპატიმრებაზეა საუბარი. ასანჯმა პირობა დადო, რომ იგი მომავალშიც გააგრძელებს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში თუკი მას რამე მოუვა, " WikiLeaks ს"-ის ახალი მასალები ავტომატურად გამოქვეყნდება".
" WikiLeaks " -ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ავსტრალიელი ჰაკერი ჯულიან ასანჯი, რომელსაც გაუპატიურებაში ედება ბრალი მიმდინარე კვირის დასაწყისში ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა. პარასკევს მან ბრიტანული გაზეთის „გარდიანის" მკითხველების კითხვებს უპასუხა და ამით სავარაუდოდ დაადასტურა მოსაზრებები, რომ ასანჯი ინგლისში იმალება.
სწორედ აქ განაცხადა ასანჯმა, რომ " WikiLeaks "-ის სტრუქტურას აქვს საშუალება იმისა, რომ ავტომატურად გამოაქვეყნოს ქსელში საკვანძო მასალები იმ შემთხვევაში თუკი რესურსს ან იქ მომუშავე რომელიმე თანამშრომელს რამე მოუვა.
"ჩვენ უკვე გავავრცელეთ დაშიფრული ფორმით დიპლომატიური მიმოწერა, მათ შორის მასალები აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც 100 ათასზე მეტი მომხმარებლისთვისაა გადაგზავნილი. იმ Dშემთხვევაში თუ რომელიმე ჩვენგანს რამე მოუვა საკვანძო მასალები ავტომატურად გამოქვეყნდება", - განაცხადა ასანჯმა