ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გზატკეცილზე ავარია დღეს, გამთენიისას მოხდა. სოფელ გურიანთან, "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდეჯერმე ამოტრიალდა.
ადგილზე დაიღუპა მანქანაში მყოფი ირაკლი წიტაიშვილი, "მერსედესის" მძღოლი კი, სხვადასხვა ტრამვებით ოზურგეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.