აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო სამსახურიდან წასვლას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "დეილი ტელეგრაფი" ავრცელებს.
"ვფიქრობ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ჩემი ბოლო სახელმწიფო თანამდებობა იქნება. ამის მერე მე, ალბათ, ჩემს საადვოკატო საქმიანობას დავუბრუნდები, რომელიც კერძო საკუთრებას, ქალებსა და ბავშვებს ეხება", _ განაცხადა მან ბაჰრეინში სტუდენტებთან შეხვედრისას.
საინტერესოა რომ, ჰილარი კლინტონის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიურ მასალებზე დაყრდნობით "ვიკილიქსიც" იუწყებოდა.