ევროპაში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაბალ, მინუს 45 გრადუსამდე დაეცა.
ბრიტანეთში თითქმის სრულადაა პარალიზებული მოძარობა, სკოლებმა სასწავლო პროცესი შეწყვიტეს. მუშაობა შეაჩერა "ევროსტარმაც", რომელიც ლონდონს, პარიზს და ბრიუსელს აკავშირებს.
პარალელურად, დატბორილია ბალკანეთი, სერბეთი, ავსტრალია და იტალია.
სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. უამინდობა ევროპაში მომავალ კვირასაც შენარჩუნდება.