ისრაელის პოლიციამ ტყის ხანძრების მოწყობაში ეჭვმიტანილები დააკავა. მურაკას მონასტერზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ორმა პირმა ტყეში საეჭვო ნივთები დატოვეს. სამართალდამცველების ვარაუდით, საგნები აალებადი სითხითY იყო სავსე, რასაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.
ქალაქ ჰაიფას შემოგარენში ტყეები ისევ იწვის. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 41 ადამიანი, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 100-ს აღწევს. რეგიონიდან ევაკუირებულია 17 ათასი მცხოვრები. დასახლებული პუნქტებიდან მათი გამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს.
იწვის ისრაელის ყველაზე მასშტაბური ნაკრძალიც. სტიქიის ზონიდან ცხოველები გამოიქცნენ და დასახლებულ პუნქტებში შეცვივდნენ.
ხანძრის ლოკალიზებაში ირსაელის მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეხმარებიან.