სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, მაშინ როცა მისი ქმარი სუს-დანაც და "ქართული ოცნებიდანაც" წასული იყო, მათთან სახლში ირაკლი კობახიძე მივიდა და გაჩუმების სანაცვლოდ "საქართველოს რკინიგზაში", ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმება შესთავაზა.
"ირაკლი კობახიძე ჩვენ ოჯახში მოვიდა 1 წლის წინ, როდესაც მათ უკვე თურმე საქმე აღძრული ჰქონიათ და იგი მოვიდა შავი ფერის დაბურული შკოდით. როცა 2 საათი გაგრძელდა საუბარი და გამოვედი, მკაცრი ტონით უთხრა ირაკლი კობახიძეს, რაც ჩემი ყურით კარგად გავიგონე - ირაკლი გაიგე, სოსო გოგაშვილი არ იყიდება.
შემოთავაზება იყო, რომ მე [სოსო გოგაშვილი] რკინიგზაში უნდა წავსულიყავი უფროსად, ექნებოდა 20 000 ლარი ხელფასი და ვიქნებოდი ძალიან მშვიდად, გაჩუმების სანაცვლოდ..." ამბობს თია მარტყოფლიშვილი და დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ამ შეთავაზებით, პირადად ივანიშვილის დავალებით მივიდა.
"ირაკლი კობახიძე რა ფიგურაა ისეთი, რომ თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს რამე, თუ არა ბიძინა ვანიშვილის დავალებით რომ არ მოსულიყო ის ჩვენთან", - ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე.