ესპანეთის საჰაერო სივრცე პარალიზებულია. მიზეზი ავიადისპეჩერების გაფიცვაა.
ავიადისპეჩერებმა საპროტესტო აქცია ისე დაიწყეს, რომ ამის შესახებ წინასწარ არავისთვის უცნობებიათ.
აეროპორტის თანამშრომლები ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯები უნდა შემცირდეს, რაც თავისთავად სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გაფიცული ავიადისპეჩერები სამხედროებმა ჩაანაცვლეს.