ENG / RUS       12+

ვარსკვლავები ვენეციის კინოფესტივალზე | გალერეა

ვენეციის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 31 აგვისტოს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გასტანს.

წლევანდელ ფესტივალს არაერთი ცნობილი კინოვარსკვლავი სტუმრობს, მათ შორის სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

კინოფესტივალის საპატიო ოქროს ლომი, კიმენატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, უკვე გადაეცა ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს კატრინ დენევს.

კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური თავმჯდომარეობს.

ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა.

ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.

ჯულიანა მური

ქეით ბლანშეტი

ხატია ბუნიათიშვილი

კატრინ დენევი

ჰილარი კლინტონი

სიგურნი უივერი

რეგე-ჟან პეიჯი

ადამ დრაივერი

პატრისია კლარკსონი

ტიმოთი შალამე