ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია.
გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლი ნაძვნარს უკიდია და სწრაფად ვრცელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.