მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
დილიდან, მუშაობა განაახლა ავიაციამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი "პირველ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ სამუშაოებში უახლოეს საათებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთვება. ხანძარი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა არის დაკვამლიანება.
მესტიაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის.