კახეთში ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო კომპლექსის, ნეკრესის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. დასრულდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა. გაკეთდა გადმოსახედი და დაიდგა ბინოკლი, საიდანაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნეკრესიდან ულამაზესი ხედი იხილოს.
როგორც რადიო "ჰერეთი" იუწყება, ნეკრესის ასასვლელთან ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. კერძოდ, კაფე, დასასვენებელი ადგილი და ავტოსადგომი.
ნეკრესის მონასტერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრია.
კომპლექსი ყვარლის რაიონში მდებარეობს. "ნეკრესობას" ყოველწლიურად 7 იანვარს აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები