ისრაელში, ქალაქ ჰაიფასთან, ტყის ხანძრის შედეგად, დაახლოებით 40 ადამიანია დაღუპული.
ხანძარი საპატიმრო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა. ათასობით ადამიანი, მათ შორის პატიმრები, ევაკუირებულები არიან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნულ ფაქტს უპრეცედენტო კატასტროფა უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.
როგორც ადგილზე მომუშავე მეხანძრეები აცხადებენ, ქალაქ ჰაიფაზე ცეცხლის გავრცელება ჯერჯერობით გამორიცხულია.
მასალის გამოყენების პირობები