სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.5% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
პური და პურპროდუქტები - 29.3%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.3%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 18.2 პროცენტი;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18.1%;
ზეთი და ცხიმი - 17.5%;
რძე, ყველი და კვერცხი - 16.9%;
თევზეული - 14.9%;
ხილი და ყურძენი - 13.7%
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 12.7%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3%-იანი მატება, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3%-იანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4%).