საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.5% იყო.
ამ წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგია, აირი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა.
კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.