ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარის კლინტონის განცხადებით, საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებში ეუთო-ს მისია აუცილებლად უნდა აღდგეს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვებ.გვერდი იუწყება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ამ მისიის აღდგენას არა მარტო კლინტონი, არამედ სხვა ქვეყნების ლიდერებიც ცდილობენ.
"კონფლიქტების წარმოშობის და გამწვავების თავიდან ასაცილებლად, ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ეუთოს როლის გაძლიერება. ამის უკეთ გაკეთება არც ერთ სხვა რეგიონალურ ორგანიზაციას არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საქართველოს საკითხით, რომლის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეერთებული შტატები ძლიერად უჭერს მხარს. სამწუხაროა, რომ ეუთოს წევრმა ქვეყანამ შემოგვთავზა მისიის მასპინძლობა და ეუთოს უფლება არ მიეცა რეაგირება მოეხდინა. ამ ორგანიზაციას საშუალება უნდა მივცეთ საკუთარი საქმე აკეთოს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისი ეფექტიანი მისია აღადგინოს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ და შეასრულონ აგვისტო-სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირებას ძალის ცალმხრივად გამოუყენებლობის შესახებ და იმედს გამოვთქვამთ, მისი დაპირება ახალი დიპლომატიური საფუძვლის შექმნაში დაგვეხმარება", - განაცხადა ეუთოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა.
პრეზიდენტის ოფიციალური ვებ გვერდის რწმუნებით, სამიტზე სიტყვით მიმართვისას მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.
ასტანაში ეუთოს სამიტი გუშინ დაიწყო და დღეს მთავრდება. სამიტზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო არ მიმართავს ძალას ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის აღდგენისთვის და ოკუპაციის შეჩერებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეეცდება.