ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ელჩის თხოვნით შედგა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ყოფილი პრემიერი არ აკონკრეტებს, რა საკითხებს შეეხო საუბარი.
„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა", - წერია განცხადებაში", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეხვედრასთან დაკავშირებით თავდაპირველად "ოცნებიდან" წამოსულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. მან განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ აინტერესებდა, "ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?". ეს კითხვა მოგვიანებით "ოცნების" კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააჟღერა: "მაქვს კითხვა დეგნანთან და ივანიშვილთან, ხომ არ იყო შეხვედრა 24 თებერვლის შემდეგ?".
მმართველი პარტიიდან წამოსული დეპუტატების განცხადებებს კელი დეგნანმა ასე უპასუხა: "ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, არ ვიცი, რაზეა საუბარი".