მზარდი ეკონომიკის ფონზე, იზრდება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებიც, - აცხადებს "ბიზნესფორმულასთან" საუბარში ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
პაპაშვილის მტკიცებით, ამის შედეგია ის, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა.
ამასთან, პაპაშვილის განცხადებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების მატება გაზრდილი ტურისტული ნაკადების და კერძოდ, იმის დამსახურებაცაა, რომ ქვეყანაში არაერთი ადამიანი სამუშაოდ დარჩა.
„მზარდი ეკონომიკის ფონზე, იზრდება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებიც. სწორედ ამის შედეგია, უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნა და ფაქტი, რომ თბილისში ბინები მზესუმზირასავით იყიდება“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების ეფექტი არ იგრძნობა და მაგალითად ბათუმში უცხოელების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების დაახლოებით 95% სხვა ქვეყნებზე მოდის და არა რუსეთსა თუ ბელარუსის მოქალაქეებზე.