რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2012 წელს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი სამხედრო სწავლების განახლებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების პრესსამსახურის სამმართველოს უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა სერგეი ვლასოვმა გააკეთა.
"უახლოეს დროში შეიძლება განახლდეს პრაქტიკა ერთობლივი სწავლებების ჩატარებისა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან. 2011 წელს უკვე დაგეგმილია მოლაპარაკებები ამგვარი სწავლების 2012 წელს მომზადებისა და ჩატარების შესახებ", _ აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
მისი თქმით, "ასევე გათვალისწინებულია გაცნობითი ხასიათის ვიზიტები სამხედროების სწავლების გამოცდილების გაზიარების ცენტრებში, რომლებიც დასავლეთ ევროპაში და აშშ-ის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი".