2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ივნისში გადმორიცხული თანხის მთლიან მოცულობაში რუსეთის ფედერაციის წილი 54%-ია. ივნისში რუსეთიდან საქართველოში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია - $231.44 მლნ / წლიური ზრდა 492%;
იტალია - $35.57 მლნ / 12%;
აშშ - $27.66 მლნ / 11%;
საბერძნეთი - $18.82 მლნ / -7%;
ყაზახეთი - $17.26 მლნ / 284%;
ისრაელი - $16.94 მლნ / 8%;
გერმანია - $13.95 მლნ / 44%;
თურქეთი - $8.44 მლნ / -7%;
ყირგიზეთი - $6.97 მლნ / 519%;
ბელორუსი - $5.30 მლნ / 756%.
აღსანიშნავია, რომ მაისში რუსეთიდან საქართველოში რეკორდული ოდენობის თანხა - 313.9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.