2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.5% მოდიოდა.
2022 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.6 მლნ აშშ დოლარი (87.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივნისის (26.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.