საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება არის არა გადანაწილებული, არამედ ერთსულ და ერთხორც. შესაბამისად, სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულო, სადაც აკეთეს განცხადებები, -ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება.
ხვიჩიას თქმით, სასამართლოშიც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო.
"იქაც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ეგენი ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს. ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამერიკის ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მიყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან, არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ. ეს ადამიანი ამერიკაში რომ მიჰყავდათ, ესაა გასაკვირი, თორემ, წასაყვანი რომ არ იყო, წინასწარ ვიცოდი. საქართველოს სასამართლომ დაიმსახურა, რომ მის მიმართ სკეპტიკური ვიყო და კრიტიკულად ვუდგებოდე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.