ევროპამ გადაუსწრო აზიას და გახდა აშშ-ის ნავთობის უმსხვილესი მყიდველი. იტყობინება Bloomberg.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარ-მაისში ევროპამ 213,1 მილიონი ბარელი ნავთობი შეიძინა, აზიამ - 191,1 მილიონი ბარელი. ბოლო ასეთი მონაცემები, 6 წლის წინ დაფიქსირდა.
"რადგან ევროპა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე და გადაერთოს აშშ-ს ნავთობზე, სავარაუდოა, რომ სავაჭრო ნაკადების მიმდინარე მოდელი გაგრძელდება", - თქვა Energy Aspects ნავთობის ანალიტიკოსმა კრისტოფერ ჰეინსმა.
მისი თქმით, აშშ-ის წარმოება იზრდება, თუმც არც ისე სწრაფად, რომ დააკმაყოფილოს როგორც აზიის, ისე ევროპის საჭიროებები. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთი შეზღუდულია წარმოების გაზრდისა და ევროპაში მიწოდების შესაძლებლობით.