"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი დაასრულა.
ასოციაციის იურისტის ლინა ღვინიანიძის თქმით, ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის 10 კილომეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი, რომელიც პრეზიდენტმა გახსნა, დამატებით მოხვდა გზის სრული რეაბილიტაციის პროექტში, რაც ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეული ხარჯი შედეგიანი არ არის.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მონიტორინგის შესახებ ანგარიშს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.