13 ივლისს, სტამბოლი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ რუსეთისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ Gündeme Dair Her Şey იუწყება. აღნიშნულია, რომ შეხვედრას უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტებში პირველი უცხოური გემები შევიდნენ. როგორც უკრაინის საზღვაო ფლოტი Facebook-ზე იტყობინება, რვა უცხოური ხომალდი უკრაინის პორტებში პირველად შევიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი კუნძულ ზმეინიზე. მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება დუნაი-შავი ზღვის არხის მდინარის პორტებით. უსაფრთხოების მიზნით, გემს სამხედრო ხომალდები გააცილებენ.