რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ასტანაში მიმდინარე სამიტი მოულოდნელად დატოვა და ყაზახეთიდან გამოემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურიც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ განაცხადა, რომ მედვედევი სამიტის მუშაობაში მონაწილეობას 1-2 დეკემბერს მიიღებს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედვედევის გამოფრენას ყაზახეთიდან ვერ ძლიერმა თოვლმა და ქარმა შეუშალა ხელი.