რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი "უხეშსა და არაეთიკურს" უწოდებს მისი და პრეზიდენტს მედვედევის "ბეტმენთან და რობინთან" შედარებას, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გაჩნდა.
"არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ჩვენი ურთიერთქმედების საქმე, რომელიც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ვეჭვობდით, რომ ამ ჩვენი ურთიერთქმედების შეფასება ასეთი ქედმაღლურად, უხეშად და ასე არაეთიკურად გაკეთდებოდა", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" წამყვანთან ლარი კინგისათვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში რუსეთის პრემიერი და პრეზიდენტი ამერიკელი დიპლომატებს მიერ მულტფილმის გმირებთან "ბეტმენთან და რობინთან" იყვნენ შედარებულნი.