რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ადასტურებს, რომ ის და დიმიტრი მედვედევი '"შეთანხმებულ გადაწყვეტილებას" მიიღებენ იმის შესახებ თუ ვინ იყრის კენჭს რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" წამყვანთან ლარი კინგისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ვნახოთ, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა",_ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალაუფლება რეალურად მის ხელშია და პრეზიდენტ მედვედევის, იმისათვის კეთდება, რომ "ერთ-ერთი ჩვენთაგანის კომპრომეტირება" მოხდეს.