ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის მიერ კონტროლირებად ხერსონში რუსეთთან შეერთების "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ.
დაზვერვის ინფორმაციით, შეერთების შესახებ "რეფერენდუმს" 2022 წლის შემოდგომისთვის ჩაატარებენ.
"რუსეთი, სავარაუდოდ, პრიორიტეტს ანიჭებს ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას რეგიონზე თავისი კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობის თვალსაზრისით". - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.